Skip to main content

გენმოდიფიცირებული საკვების შესახებ ჩატარებული კვლევა

ჩემს მიერ ჩატარებული კვლევის ანალიზი 


     



კვლევაში მონაწილეობა მიიღო 62,5 %-მა მდედრობითი სქესის წარმომამდგენელმა, ხოლო 37,5 %_მა მამრობითი სქესის წარმომადგენელმა. კვლევის შედეგად გაირკვა, რომ 37,5%-ის აზრით, 1989 წელს პირველად აღმოაჩინეს გენმოდიფიცირებული საკვები.  1996 წელსაც პასუხების პროცენტული ხვედრითი წილი იგივე ერგო, 37,5 %.  ხოლო გამოკითხულთა 25% თვლის, რომ პირველად გენმოდოფიცირებული საკვები  1998 წელს აღმოაჩინეს.  რაც შეეხება გენმოდიფიცირებული საკვების საქართველოში გამოჩენას 62,5 %-  თვლის, რომ გმო საქართველოში პირველად  1997 წელს შემოვიდა.  25% ასახელებს 1998 წელს, 12,5 % კი  1999 წელს. გამოკითხულთა აბსოლუტური უმრავლესობა,  100% ფლობს ინფორმაციას გენმოდიფიცირებული საკვების არსებობის შესახებ. რესპოდენტთა  50 %-ს მიაჩნია, რომ , გენმოდიფიცირებული საკვები გარეგნულად არ განსხვავდება არაგენმოდიფიცირებული საკვებისგან, მაგრამ გენურად მისგან განსხვავებულია.  37,5% აზრით კი   გარეგნულად განსხვავდება, მაგრამ გენურად ერთნაირია.  12,5%-ს კი მიაჩნია, რომ   გარეგნულადაც და გენურადაც განსხვავდებიან ერთამნეთისაგან.  ასევე რეპოსდენტებს ვკითხეთ,  რამდენად სასარგებლოა ორგანიზმისთვის გმო პროდუქცია და აზიანებს თუ არა ჯანმრთელობას მისი მიღება,  აღმოჩნდა, რომ  87,5%-სთვის გმო აზიანებს ორგანიზმს ხოლო 12,5%-მა თქვა, რომ პირიქით, სასარგებლოა ორგანიზმისთვის. კითხვაზე თუ როგორ უნდა დავადგინოთ, რომ პროდუქცია არის გენმოდიფიცირებული  75%- მა გვიპასუხა, რომ  გმო პროდუქტს აქვს სპეციალური ნიშანი რომელიც გვამცნობს რომ იგი გენმოდიფიცირებულია.  12,5%_მა კი  თქვა რომ მას აქვს სპეციფიური გემო, რაც იმთავითვე განასხვავებს მას არაგენმოდიფიცირებული პროდუქციისგან, ხოლო 12,5%- მა აღნიშნა, რომ პროდუქციის შეფუთვები განსხვავდება. კითხვაზე თუ რა სახის ზიანის მოტანა შეუძია გმო პროდუქციას, გამოკიტხულთა 62,5%-მა გვიპასუხა, რომ იგი აზიანებს  კუნთებს, 25%-მა  ტვინს, ხოლო    12,% თქვა, რომ თვალს აზიანებს. რაც შეეხება იმას უნდა ვიყიდოთ თუ არა გმო პროდუქცია,  62,5%_მა განაცხადა, რომ  არა არ უნდა ვიყიდოთ, რადგან ჯანმრთელობისთვის ცუდია, 25% აღნიშნა, რომ უნდა ვიყიდოთ რადგან სასარგებლოა და გემრიელია ხოლო 12,5 % კი თქვა, რომ  საერთოდ არ იცის რას ნიშნავს გმო-ს პროტუქტი. 
  კველვის შედეგად დადგინდა, რომ მოსახლეობის გარკვეული ნაწილი არ ფლობს ინფორმაციას გმო პროდუქციის შესახებ, ვინც ფლობს იმითგან უმრავლესობისთვის გენმოდიფიცირებული პროდუქცია საზიანოა ჯანმრთელობისთვის. ასევე საინტერესო იყო იმის აღმოჩენა, რომ გამოკითხულთა ნაწილისთვის გენმოდიფიცირებული და არაგენმოდიფიცირებული პროდუქტები ერთმანეთისგან არც გარეგნული და არც გენური ნიშნებით არ განსხვავდებიან. და ბოლოს, უნდა აღინიშნოს, რომ გამოკითხულთა შორის დიდია იმათი წილი, რომლებიც არასწორ ინფორმაციასა და თარიღებს ფლობენ საქართველოსა და მსოფლიოში გმო პროდუქციის პირველად გამოჩენის შესახებ. 

პროექტის კითხვარი-იხილეთ აქ

Comments

Popular posts from this blog

გენმოდიფიცირებული საკვები

გენმოდიფიცირებული პროდუქტების გამოყენებას თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს, რომელთა შესახებაც ურთიერთსაპირისპირო მოსაზრებები არსებობს, ამასთან, აღსანიშნავია, რომ აღნიშნული თვალსაზრისით კვლევების ისტორია ძალიან ხანმოკლეა. გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენებისას არსებობს გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ადამიანზე, ბუნებრივ გარემოსა და ბიომრავალფეროვნებაზე უარყოფითი ზეგავლენის პოტენციური რისკი (საშიშროება). აქედან გამომდინარე თანამედროვე ბიოტექნოლოგიის მეთოდებისა და მათ შედეგად მიღებული ორგანიზმების გამოყენებისას ბიოუსაფრთხოების სათანადო დონის უზრუნველყოფის მიზნით მთელ რიგ ქვეყნებში და საერთაშორისო დონეზე შემუშავდა გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სამართლებრივი რეგულირების მექანიზმები. გენმოდიფიცირებული ორგანიზმების რეგულირების ჩარჩოების განსაზღვრა საკმაოდ რთული აღმოჩნდა. მთავარი ამოცანა მდგომარეობდა იმაში, რომ დამყარებულიყო სათანადო ბალანსი პოტენციურად მნიშვნელოვან სარგებელსა და გარემოსა და ადამიანთა ჯანმრთელობის გარანტირებულ უსაფრთხოებას შორის. ცხადი იყო, რომ ბი...