გენმოდიფიცირებული პროდუქტების გამოყენებას თავისი დადებითი და უარყოფითი
მხარეები აქვს, რომელთა შესახებაც ურთიერთსაპირისპირო მოსაზრებები არსებობს, ამასთან, აღსანიშნავია, რომ აღნიშნული თვალსაზრისით კვლევების ისტორია ძალიან ხანმოკლეა. გენმოდიფიცირებული ორგანიზმების გამოყენებისას არსებობს გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ადამიანზე, ბუნებრივ გარემოსა და ბიომრავალფეროვნებაზე უარყოფითი ზეგავლენის პოტენციური რისკი (საშიშროება). აქედან გამომდინარე თანამედროვე ბიოტექნოლოგიის მეთოდებისა და მათ შედეგად მიღებული ორგანიზმების გამოყენებისას ბიოუსაფრთხოების სათანადო დონის უზრუნველყოფის მიზნით მთელ რიგ ქვეყნებში და საერთაშორისო დონეზე შემუშავდა გენმოდიფიცირებული ორგანიზმების სამართლებრივი რეგულირების მექანიზმები.
გენმოდიფიცირებული ორგანიზმების რეგულირების ჩარჩოების განსაზღვრა საკმაოდ რთული აღმოჩნდა. მთავარი ამოცანა მდგომარეობდა იმაში, რომ დამყარებულიყო სათანადო ბალანსი პოტენციურად მნიშვნელოვან სარგებელსა და გარემოსა და ადამიანთა ჯანმრთელობის გარანტირებულ უსაფრთხოებას შორის. ცხადი იყო, რომ ბიოუსაფრთხოების უზრუნველყოფა და რეგულირების ეფექტური სისტემების შექმნა, განსაკუთრებით გენმოდიფიცირებული ორგანიზმების ტრანსსასაზღვრო გადაადგილების კონტექსტში, შეუძლებელი იქნებოდა მსოფლიოს ყველა ქვეყნის კოორდინირებული მიდგომის გარეშე. სწორედ ამ მიზნით ბიომრავალფეროვნების კონვენციის ფარგლებში შემუშავდა საერთაშორისო სამართლებრივი დოკუმენტი – ბიოუსაფრთხოების კარტახენის ოქმი, რომელიც ძალაში შევიდა 2003 წლის 11 სექტემბერს. ამჟამად, კარტახენას ოქმის მონაწილე მხარედ ითვლება 80-ზე მეტი ქვეყანა. საქართველომ 2010 წლის შემოდგომაზე რატიფიცირება მოახდინა და მიუერთდა კარტახენის ოქმის მონაწილე ქვეყნებს.
გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების იმპორტი საქართველოში
საქართველოში გენმოდიფიცირებული ორგანიზმების იმპორტის პირველი გახმაურებული შემთხვევა იყო 1996 წელს კომპანია “მონსანტოს” ტრანსგენური კარტოფილის იმპორტი და კულტივაცია. აიდაჰოდან (80%) და კანადიდან (20%). შემოიტანეს გენეტიკური ინჟინერიით მიღებული კარტოფილის სამი ჯიში: ატლანტიკი (ატლანტიც), სუპერიორი (შუპერიორ), და რასეტ ბერბანკი (ღუსსეტ Bერბანკ), საერთო რაოდენობით დაახლოებით 133-148 ტონა.
1995 წლის დასაწყისში, სათესლე კარტოფილის სიმცირის გამო უცხოთიდან შემოტანილი იყო სხვადასხვა ჯიშის კარტოფილის სათესლე მასალა,მათ შორის აღ
მოჩნდა მონსანტოს გენმოდიფიცირებული კარტოფილიც, რომელიც შვიდმა ადგილობრივმა ფერმერმა 1996 წელს დათესა წალკის, ასპინძისა და თეთრიწყაროს რაიონებში. მოსავლიანობა ძალიან დაბალი იყო – ჰექტარზე ნაცვლად სავარაუდო 18-22 ტონისა, დაახლოებით 8 ტონა მოიწიეს.
1997 წლის ოფიციალური მონაცემებით გენმოდიფიგირებული კარტოფილი წალკის რაიონში გამოსაცდელად დაითესა 142 ჰა-ზე.
1994-97 წლებში გურიასა და სამეგრელოში შემოტანილ იქნა ამერიკული ჰიბრიდული სიმინდის თესლი, ხოლო 1995-97 წლებში ხობისა და ლანჩხუთის რაიონში – ამერიკული სათესლე სოიას მარცვალი.
გარდა აღნიშნულისა, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საბაჟო დეპარტამენტის ინფორმაციით აშშ-დან საქართველოში მნიშვნელოვანი რაოდენობითაა იმპორტირებული ხორბალი, ქერი, სიმინდი. სავარაუდოა, რომ ეს სათესლე მასალაც დაბინძურებული იქნებოდა განეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებით, თუმცა კონტროლი ამ მიმართულებით არ განხორციელებულა.
ბიბლიოგრაფია:
სათაური:გენმოდიფიცირებული პროდუქტი – საფრთხე ჯანმრთელობისათვის!სტატიის ავტორი: თეონა ნოზაძე
თარიღი: 30.10.2012
წყარო:http://www.ambioni.ge
Comments
Post a Comment